აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყვითელი ბარათები ასწიეს

აქციის მონაწილეებმა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყვითელი ბარათები ასწიეს. მათი განცხადებით, თუ მეორე ყვითელი ბარათის ასწევა დასჭირდებათ, ბიძინა ივანიშვილს “წითელი აენთება”.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ მეორე ყვითელი ბარათის შემთხვევაში, ავტომატურად აინთება წითელი ბარათი მსოფლიო სტანდარტით ბატონო ბიძინა. არ მგონია, რომ არ გადააყენოს გახარია და პოლიტიკურ ჩიხში დატოვოს ქვეყანა”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ:“გახარია წადი“. ამასთან, მათ იმის დასტურად, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არიან, ხელები ზევით ასწიეს.

banner
წინა სტატიაში“წადი გახარია წადი, არ გინდა ის სკამი, წადი” – აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : „არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მოჰყვება და რა შედეგებამდე მივდივართ – სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია“