აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს

აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს – ადგილზე დაპირისპირებაა.

ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

მანანამდე, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომელიც ადგილზე იყო აღმართული.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში მყოფ პაატა ბურჭულაძეს.

banner
წინა სტატიაშიჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს – მურთაზ ზოდელავა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა – „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს