აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა

გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, ვის ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა.

“დღეს გერმანიამ დააწესა [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა, მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ამჟამად ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის”- გიორგი ქოჩორაშვილის მილოცვა
შემდეგი სტატიალევან მგალობლიშვილი – მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია