აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი მზად არის, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მედიის თანდასწრებით შეხვდეს

ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლები მზად არიან ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ.

როგორც „თაიმერს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გელა ჯოჯიშვილმა განუცხადა, მძღოლებს დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ მინისტრი მზად არის მძღოლებს მედიის თანდასწრებით შეხვდეს.

მისივე განმარტებით, შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში შედგება.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოს გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ითხოვენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო
შემდეგი სტატიასაქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა