აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო, მონებო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, ლოზუნგით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ , ხმაურია. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათი ხმა გაყალბდა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმდენად შეშინებულია ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომ ცესკოსთან კარები ჩარაზეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო, მონებო”.

„დღეს ცესკოსთან ქალები შევიკრიბეთ,სადაც ვატარებთ საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმები”. ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები იმიტომ, რომ წაგვართვეს მომავალი, ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს. ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეს იმისა, რომ ასეთ პირობებში, თუ ეს სტატუს-კვო შენარჩუნდა, ამ ქვეყნიდან ქალებს ემუქრებათ იძულებით ემიგრაციაში წასვლა და ასევე, ჩვენს შვილებს. დავაორგანიზეთ აქცია ინტერპარტიულ ფორმატში, 4 პოლიტიკური სუბიექტის, კოალიციის სიაში შემავალი 10 პოლიტიკური პარტიის ქალები მონაწილეობენ ამ აქციის ორგანიზებაში. აქციაში ჩართულები არიან ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, უპარტიოები, ამომრჩევლები, ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ამ საპროტესტო ხმას შეერთებოდა. საქართველოს ყველა რეგიონებიდანაც არიან ქალები ჩამოსული. ცესკო-ში ინდივიდუალურად შევიტანთ განცხადებებს, რომელიც არის ჩვენთვის გაყალბების და ხმების ქურდების მთავარი ბუდე. მივმართავთ მათ, რომ ჩვენი ხმის ფარულობა, ჩვენი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და ხელახალ არჩევნებს მოვითხოვთ”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თეონა ჭალიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი: ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვოს ცსკოს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ
შემდეგი სტატიასანდრო ბარამიძე: 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს