აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას აპირებენ

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ მისცემენ დეპუტატების საშუალებას, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ.

„სამივე შესასვლელის დაკავებას ვიწყებ. რაც შეიძლება სწრაფად ქუდზე კაცი უნდა მოვიდეს. ახლა აღარ არის დალოდების დრო. ვიწყებთ ამ წუთიდან სამივე შესასვლელი ჩაკეტვას, რადგან ეს მოღალატეები აღარ გამოვუშვათ შენობიდან. თუ შსს-მ იკადრა და ჩვენი ხელოვნურად გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას. თქვენ დღეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშით, გამოუსწორებელი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არ გაპატიებთ“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად საერთო ეროვნული მოძრაობა იწყება
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს