“აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის გატანის შესახებ” – ინფორმაცია ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ვრცელდება.
“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით” – ნათქვამია ინფორმაციაში.
აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან „მთავრობის შენობებში“ მანამ, სანამ ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების დოკუმნეტი არ გაუქმდება და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ გადადგება.
ამის პარალელურად კი აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან „მთავრობის შენობებში“ მანამ, სანამ ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების დოკუმნეტი არ გაუქმდება და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ გადადგება.
ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მომიტინგეებმა რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის შენობაში შეჭრა შესძლეს. “სამართალდამცველებმა” მათ წინააღმდეგობა არ გაუწია. მანამდე კი აფხაზურმა გვარდიამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.