დღეს აქციის მონაწილეები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საჩუქრებს, ხოლო სინდისის პატიმრებისთვის წერილებს შეაგროვებენ – როგორც “პირველებთან” სამოქალაქო აქტივისტი, დავით მშვენიერაძე ამბობს, რამდენიმე გამოცემა თანახმაა, რომ ბავშვებისთვის წიგნები გაიღოს.
“მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შევაგროვებთ საჩუქრებს, ასევე სინდისის პატიმრებისთვის წერილებს და ძალიან ბევრი გამომცემლობა შემოგვიერთდა ამაში, მაგალითად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, პროსპეროს წიგნები, ინტელექტი საბავშვო წიგნებს გადმოგვცემენ დღეს საღამოს, რათა გავახაროთ მზრუნველობამოკლებული ბავშვები. მთავარი პრობლემა, რაც ახალა სტუდენტებს გვაწუხებს, ეს არის განათლების რეფორმა, რომლითაც უნდათ, რომ შეზღუდონ უნივერსიტეტების ავტონომია და მოსპონ უნივერსიტეტებში პროტესტი. ამას გარდა ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრებსი გათავისუფლებას”, – ამბობს დავით მშვენიერაძე.
თბილისი, შაბათის ტრადიციული სახალხო მარშისთვის ემზადება – პროტესტისთვის შეზღუდული ადგილების და ლიმიტების ამოქმედების მიუხედავად, შეკრება ამ საღამოს ზუსტად 18:00 საათზე თსუ-სთან დაიწყება.
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ახალგაზრდები საკუთარ თანამოაზრეებს დაელოდებიან და შემდეგ ერთად მსვლელობით მელიქიშვილს და რუსთაველის გამზირს ჩაივლიან. მათ შეუერთდება 19:00 საათზე ფილარმონაისთან შეკრებილი ხალხიც.
ასეთი იქნება ევროპული მოქალაქეების პასუხი გეგმაზე, რომლის მიხედვითაც პროტესტი მხოლოდ პარლამენტის კიბეზეა დასაშვები.
ხალხი ასევე ითხოვს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ითხოვენ კითხვებზე პასუხებსაც – რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ.
















