აქციის დროს დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 პირის საქმის განხილვა კი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების ნაწილზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ზუკა ბერძენიშვილის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ბექა ბასილაიას – 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონს – 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში შეკრებილი მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიამ სიტყვებით ეროვნულ გმირთან ბრძოლა ნაძირლობაა ხოლო მიცვალებულთან მეტოქეობა არაკაცობა და სიმახინჯე
შემდეგი სტატია“ლანძღვა-გინებისთვის” ამ ახალგაზრდების დაპატიმრებით ხელისუფლება უცბად დაბერდა