აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.

ადვოკატების განცხადებით, მათ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის დასამტკიცებლად დრო სჭირდებათ.

“არსებობს პირველ რიგში გარემოაება, რომ უნდა გადაიდოს ეს პროცესები, რადგან მოგვეცეს შესაბამისი დრო დაცვის მოსამზადებლად და არ უნდა გააგრძელოს სასამართლომ ის მიდგომა, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი, რომ ასე კონვეირებული წესით იხილავენ საქმეებს და არ გვაძლევენ მტკიცებულებების მოპოვების საშუალებას”,-აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

სასამართლოში იმყოფება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილიც, რომელიც იმ დაკავებულებს დაიცავს, რომელთაც ადვოკატები არ ჰყავთ.

“ადგილზე ვისაც დასჭირდება დაცვა, დავიცავთ, რომ არ დარჩეს ვინმე ადვოკატის გარეშე და სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ”,- განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლით ედებათ.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ , ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განცახდებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ანტიკვარულ ავეჯში 1 199 558 ლარი გადაიხადა