აქციიდან საავადმყოფოში ორი აქტივისტი გადაიყვანეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. ერთ-ერთი დემონსტრანტი კი შეუძლოდ გახდა. პირველადი დახმარება მას ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს. მერიის დასუფთავების სამსახური კი ტერიტორიას ასუფთავებს.

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. პარალელურად აკავებენ აქტივისტებს. სპეცრაზმელებმა ქვეყნის მთავარი გამზირი დაიკავეს.

პარალელურად, შსს-ს წარმომადგენლები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო, მომიტინგეები მათ ხელებაწეულები ხვდებიან
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – გამატარე, ნორმალური ხარ