30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

აქციების კანონმდებლობა და 20 ივნისის პასუხისმგებლობა — გახარიას გუნდისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაპირისპირება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბექა ძამაშვილს „პატარა კაცსა“ და „მატყუარას“ უწოდებს.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტში აქციების შესახებ კანონში შემზღუდავი ნორმების გაუქმება მოითხოვა.

ბექა ძამაშვილმა ინიციატივას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს მორალური უფლება ისაუბროს აქციების უფლებაზე, რადგან 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის გამო სახელმწიფოს სტრასბურგში დარღვევები დაუდგინდა.

ანა ბუჩუკურმა მინისტრის მოადგილეს „მატყუარა“ უწოდა და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ბრძანების გამცემებსა და ირაკლი კობახიძეს ეკისრებათ.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
შემდეგი სტატია“მშვიდობის ნაცვლად ისინი ირჩევენ რაკეტებს”- ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს