“აქციები გაგრძელდება”- მელია მერიასთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

“ენმ” თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მერიაში არსებულ მდგომარეობას არ შეეგუებიან და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

„13 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. იმის მაგივრად, რომ ცამეტივე გაეთავისუფლებინათ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასაჯოს. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად, აქციები გაგრძელდება. არ ვაპირებთ, იმ ცინიზმს და აღვირახსნილობას შევეგუოთ, რომელსაც მერიაში აქვს ადგილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის წინ გამართილ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის 13 მონაწილე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგვარამია-ახვლედიანის ჩანაწერი – თალაკვაძე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს- გამოხმაურება მოსკოვიდან