აქციაზე ჟურნალისტების მიმართ აგრესია პიკს აღწევს

პრორუსი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.

ფორმულას ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ასევე, სცემეს ფორმულას სხვა გადამღებ ჯგუფს – გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები. დაშავებულები არიან: მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი; მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი; გიორგი პერტია- ჟურნალისტი; სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი; შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი; ზურა მანაგაძე – ოპერატორი; ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი. დამტვრეულია ორი კამერა.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფები – რუსო ჯაბანიშვილი; გურამ თოდაძე. დამტვრეულია ორი კამერა და ჩართვის აპარატურა.

ისინი ასევე თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით “პრესა”.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს.

ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორიც, მას ტექნიკა დაუმტვრიეს.

ერთმა კაცმა სცადა, სკუტერით დაჯახებოდა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი თაბაგარი – არ ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ აქვს თუ არა რამეს აზრი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს