თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Facebook ჯგუფი დაიტოვე ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მიზანს აპარატურის დაზიანება წარმოადგენდა.
როგორც TV ფორმულას ჟურნალისტმა, გურამ როგავამ სოციალურ ქსელში დაწერა, როგავამ მისწერა, რომ კისრის მალა გადარჩა და მოტეხილობა არ აქვს.
“ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომწერა, რომ მალა გადარჩა, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ არის, ექიმები აგრძელებენ კვლევას და დაკვირვებას. ჯანმრთელობა ნიკოს და გამარჯვება ჩვენ! ნიკო კოკაიამ ფოტოს გასაჯაროების ნებართვა მომცა და გიზიარებთ!” – წერს როგავა.
როგავა წერს, რომ ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია და ბრძოლა გრძელდება.
“დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია, იცის, რომ ბევრი ვართ, იმდენი ვართ, რომ შეგვიძლია მაგისტრალები გადავკეტოთ და კანონიც ამიტომ შეცვალეს! ერთად ძლიერები ვართ! ბრძოლა გრძელდება!” – წერს როგავა.