აქციაზე “ტვ პირველის” ოპერატორი დაშავდა – ტელეკომპანია პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს

რუსთაველის გამზირზ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა, მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა.

“ტვ პირველი” პასუხისმგებლობას აკისრებს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მოვუწოდებთ მას, მოგვცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.

განვმარტავთ, რომ სპეცრაზმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ტელეოპერატორების მიმართ. მათ მიზანს სატელევიზიოს სიგნალის გათიშვა წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიდღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწყება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა-ბაქრაძე
შემდეგი სტატიასაია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო, არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს