“მშვენივრად ჩანდა იქ [ბათუმის პორტში აქციაზე] ვინ იყვნენ, პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი მხარდამჭერი წევრები. რუსეთში 10 მილიონზე მეტი მოქალაქეა და ათეულობით მილიონი მოქალაქე ჩადის ევროკავშირში, ამერიკაში მათ შორის და რატომ არაა იქ პროტესტი, ეს პრობლემა არ არის?! საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ამას. ამერიკის და ევროკავშირის საელჩოსთან გააპროტესტონ, ევროპაში რატომ ჩადიან რუსეთის მოქალაქეები.”- თქვა “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა და “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე.