აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებულია მინიმუმ 12პირი

ადვოკატების ინფორმაციით, აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებულია მინიმუმ 11 პირი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ დაკავებულებთან შესვლის უფლებას უზღუდავენ.

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს.

“ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე,” – წერს ნონა ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაშივაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელებს “დრონით” საღებავი დაასხეს და ბოთლები დააყარეს
შემდეგი სტატიაუშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს- ვაშაძე