აქციაზე დაკავებული: ერთმა მითხრა, თუ მობილურის კოდს არ მეტყვი, ტვინს გაგასხმევინებო

გზაში ერთ-ერთი პოლიციელი ფეხზე მხდიდა, თან მეუბნებოდა, რა კარგი ბოტასი გაცვიაო და გამხადა […] შემდეგ მიმითითეს, რომ მეორე ბოტასიც გამეხადა. გახდის პროცესში, თასმის გახსნის დროს, თან ხელებზე წიხლებს მირტყამდნენ. ღვიძლის არეშიც დამარტყეს, რაზეც სპაზმები დამეწყო […] ქურთუკზეც მითხრეს, რა კარგი ქურთუკი გაცვიაო და ეგეც გამხადეს. ჩემი ჩანთაც წაიღეს.

ფურგონში შემაგდეს და დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალოდ 20 ადამიანი მცემდა. მირტყამდნენ თავის არესა და ზურგში. იარაღით მუქარაც იყო – ჩემს ტელეფონს ითხოვდნენ, რათა გაეხსნათ. იარაღით მუქარა იყო, ხელი მომკიდა და მითხრა, თუ მობილურის კოდს არ მეტყვი, ტვინს გაგასხმევინებო, ზუსტად ამ სიტყვებით […] შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, სანამ ტელეფონის კოდს არ მეტყვი, გაზის კაფსულას შემოგიგდებ და სულს ამოგხდიო,-თქვა სასამართლო პროცესზე აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ, გიორგი ჩუტკერაშვილმა, რომელიც მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაშიგურამ როგავა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ – მათი განწყობა იყო მკაფიო – მივიღეთ პირობა, რომ იქნება ძალიან კონკრეტული გზავნილები “ქართული ოცნების” მისამართით
შემდეგი სტატიაბევრს მოხვდა ქუსლი საქართველოს წინააღმდეგ აღმართული… ვისაც მოხვდა, უხაროდეს, რადგან ის საქართველოს მეგობარია”-არქიმანდრიტი დოროთე