აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო სხდომა 17:00 საათამდე გადაიდო

გუშინ ,აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო სხდომა 17:00  საათამდე გადაიდო.  მოსამართლე ვალერიან  ეფილიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა სხდომის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მოთხოვნა გადადების შესახებ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით ,დაცვის მხარე არ იცნობს საქმის მასალებს, ამოსაღებია ვიდეო მასალები და სხვა მტკიცებულებები და ამისთვის დამატებითი დრო სჭირდება.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს , ვინაიდან მიიჩნიეს ,რომ გადაწყვეტილება “შსს-ს არის ნაკარნახევი”.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინ აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გიორგი მაქარაძის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და სოსონაშვილი პაატას საქმე განიხილებოდა. აღძრულია ადმინისტრაციული საქმე 166ე 173ე მუხლებით – დანაშაულის მაქსიმალური სასჯელი 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ან ფინანაური სანქციაა.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ექიმები აქციის გამართვას საოკუპაციო ხაზთან გეგმავენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან