ირაკლი კობახიძე – ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, რაც გამოჩნდა ამ დღეებში და ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

„ძალიან მარტივია სურათი, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ჩვენი კომენტარებით რომ არ მოვაბეზროთ თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც, მისი თქმით, გუშინ უმაღლესი სტანდარტით იმოქმედეს.

„ეს სტანდარტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება იყოს სამაგალითო. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული.

სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს საზოგადოების მობილიზებას და ცდილობს, ლოკალურად გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო სხდომა 17:00 საათამდე გადაიდო
შემდეგი სტატია“კრემლი განიხილავს რუსეთში მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, შეიძლება დამთხვევაა”