აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება იყო, რომელიც ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოდიოდა.

ადამიას თქმით, თქმით, აღწერა მის გარეგნობასა და ჩაცმულობას არ ემთხვეოდა.ასევე, არასწორად იყო მითითებული დაკავების ადგილიც.

“მხოლოდ ვიდეომტკიცებულება იყო ერთი, რომელზეც საერთოდ სხვა რაღაცები იყო ჩაწერილი, სადღაც სოლოლაკის თავზე ვიღაც იჯდა და რაღაცას ყვიროდა და მე არ ვიყავი ის ადამიანი. მეორე მხრივ, ჩვენებებში მოცემულია, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე მწვანემაისურიანი პიროვნება დადიოდა და იგინებოდა და მე მწვანე მაისური მეცვა, მაგრამ ასევე ქურთუკი, რომელიც ფარავდა ჩემს მაისურს”, – აღნიშნავს ის.

გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თავად გუბაზ სანიკიძე კარგ შეფასებებს აკეთებს, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც არიან