აქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს 1 საათში გაათავისუფლებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პირობას დებს, რომ აქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს 1 საათში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. “ვიცი რომ რთლი ვითარება და ვნებათაღელვაა. მე ორ-სამ საათში ვიქნები საქართველოში, ბათუმში. ამ წუთას ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვთხოვე დაკავებულთა გათავისუფლება. მე მივიღე პირობა, რომ მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება, მე ვიძლევი ამის გარანტიას. უახლოეს საათებში შევხვდები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ვთხოვ მოსახლეობას, არ აყვეთ პროვოკაციას და სხვადასხვა პარტიის მოწოდებებს. პირობას ვდებ, 1 საათში ექვსივე დაკავებული გათავისუფლდება”, განაცხადა პატარაძემ პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაში(video)ცრემლსადენის გაზის გამოყენება აქციის წევრების მხრიდან ქვების სროლის შემდეგ მოხდა – ანანიძე
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე: აჭარის პოლიციის გათავისუფლების საკითხი არ იხილება