აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს – მაჭარაშვილი

აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს​, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალდნენ.

„კარგია, რომ სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა. როცა საზოგადოებას ატყუებ, რომ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და რეალურად, იქ საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებები და მთავრობის გადაყენების მოთხოვნები დახვდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ორგანიზაციად არის გადაქცეული. ისინი სამართლებრივად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ის დაინახა, რასაც ვაანონსებდით – საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალდნენ. როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი გვთავაზობს არა შეთანხმებას, არამედ დათანხმებას, რაც არის ულტიმატუმებით საუბარი – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1 % აღდგენილია