აქციას პატრიარქის ოჯახის წევრები შეუერთდნენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედანზე პატრიარქის ბიძაშვილი, მარტვილის ტაძრის დიაკვანი, პეტრე ღუდუშაური მივიდა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ დაკავებული.

“ეს არის მკვლელობა, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს” – ამბობს სასულიერო პირი.

აქციაზე სალხინოდან ჩამოსული ერთ-ერთი სასულიერო პირი კი აცხადებს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსის, მეუფე ნიკოლოზის, ინიციატივას ყველა მაღალი იერარქი უნდა შეუერთდეს.

 

banner
წინა სტატიაშინადირაძე: ერთადერთი, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ არ იცნობთ მიშა სააკაშვილს
შემდეგი სტატიამამუკა წოწერია: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი