26.2 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

აქციამ რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლა, პოლიციამ უკვე ათამდე პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე და მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, შუშანა მაცაბერიძე.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს. აქცია თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება.

banner
წინა სტატიაში11 სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება
შემდეგი სტატიასად არის სახალხო დამცველი?! – სალომე ზურაბიშვილი რიტორიკულ შეკითხვას სვამს