აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები,რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული, საპროტესტო აქციას ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, მართავენ.
გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები ამბობენ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს, რადგან მათი ვარაუდით, ყოფილმა მეუღლემ ბაკურ სორდიამ ცოლი ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის საძროხეში თოკით ჩამოკიდა.მათივე მტკიცებით, ამ ყველაფერში კი ჩართული იყო სოფლის საკრებულოს წევრი,დეპუტატი ზაზა ხუბუა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ბაკურ სორდია, გასული წლის 30 დეკემბერს დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა.

მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ზახაროვას მინდა ვუპასუხო, თვალთმაქცობა თუ არ არის მათი სიტყვები, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან
შემდეგი სტატიადმანისში ქალი მოკლეს