აქცია ვარშავაში: ცხენი მეგობარია

cxeeeeeniმიმდინარე წლის დასაწყისში პოლოენთმა იაპონიასთან ხელი მოაწერა ცხენების იაპონიაში სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ კონტრაქტს. აზიის ქვეყნები პოლონეთისთვის დიდი ბიზნესია – იქ, როგორც დედამიწის არც ერთ სხვა მხარეში, ცხენის ხორცს საკვებად მოიხმარენ – ეს იყო დღეს პოლონეთის ძველი ქალაქის ცენტრში აქტივისტების საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი.
“ცხენი მეგობარია” – ასე ერქვა აქციას, რომელიც ცხენების სასაკლაოზე გაგზავნის წინააღმდეგ იყო მიმართული.
“ევროპაში ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში (მეტ წილად სარდინია) ცხენის ხორცს საკვებად იყენებენ. პოლონეთს ჯერჯერობით მხოლოდ იტალიასთან აქვს ხელშეკრულება დადებული ცხენების სასაკლაოზე გაგზავნაზე. ამას იაპონიასთან კონტრაქტი დაემატა. ცხენი არის როგორც ადამიანი, როგორ შეიძლება მისი, როგორც საკვების მოხმარება. ამის თქმაც კი ამაზრზენია” – ამბობს “თაიმერთან” საუბარში ერთ-ერთი აქტივისტი მარტა დ.

“თაიმერისთვის” სპეციალურად ვარშავადან ეკატერინე ლემონჯავა

 

 

banner
წინა სტატიაშივარშავაში უკრაინის ევროინტერგაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაბიბისი: ჟოზე მაურინიო “მანჩესტერ იუნაითედს” უხელმძღვანელებს