აქცია „სირცხვილიას” წევრები პარლამენტში შესვლის ითხოვენ

„პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უნდა მოუსმინონ, შესვლას ითხოვენ აქცია “სირცხვილიას” წევრები, თუმცა მათ პარლამენტში შესვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

როგორც აქცია “სირცხვილიას” წარმომადგენელმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლმენტში მათ შესვლა იმ მიზნით სურთ, რომ დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს კითხვები დაუსვან. მისივე თქმით, საშვი „სირცხვილიას” 10 წევრზეა დაშვებული და განუმარტეს, რომ საშვთა ბიუროს ხარვეზი აქვს და ამიტომ ვერ შევლენ.

ჭარხალაშვილის თქმით, თუ მათ პარლამენტში არ შეუშვებენ, შენობის შესასვლელებთან ე.წ . „სირცხვილის კორიდორს“ მოაწყობენ.

„გამივიძახოთ პროგრამისტი და ჩვენივე ხარჯებით გამოვუსწორებთ ხარვეზს. მოქალაქეებს გვაქვს უფლება და სურვილიც, რომ შევიდეთ პარლამენტში, იმისათვის,რომ პარლამენტის წევრებსა და პრემიერობის კანდიდატს კითხვები დავუსვათ”, – განაცხადაცჭარხალაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჯერჯერობით ივანიშვილის გრემოცვის “ოცნებები” ახდა-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაერგნეთში, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მხარეები ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ