აქცია რუსთავში – ავტოიმპორტიორები ხელისუფლებას მიმართავენ

აქცია რუსთავში – ავტოიმპორტიორები ხელისუფლებას მიმართავენ.როგორც ერთ-ერთი ავტოდილერი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, პანდემიის დროს საზღვრების ჩაკეტვამ ავტოიმპორტიორებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. კერძოდ, მათი თქმით, ავტოდილერები უცხო ქვეყნიდან შემოსვლას ვერ ახერხებენ.

როგორც აქციის ერთერთი მონაწილე, ალექსი ნონიაძე ამბობს, მათ მთავრობისგან აინტერესებთ, გადაიწევს თუ არა იმ ავტომობილების ვადა, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის მაისის შემდეგ შემოიყვანეს.

“დღეს ავტოიმპორტიორებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. საზღვრები ჩაკეტილია, ავტოდილერები უცხო ქვეყნიდან შემოსვლას ვერ ახერხებენ და ამ ადამიანებს ელემენტარულად მყიდველი არ ჰყავთ. ამის გარდა ყოველდღიურად 1000-ლარიან ჯარიმებზე მიდიან, იმის გამო, რომ გამბაჟების ვადა უწევთ.

მთავრობის ინიციატივა მოვისმინეთ. ბატონმა გიორგი გახარიამ ბრძანა, რომ პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების ვადამ გადაიწია შემდეგი წლის მარტამდე, მაგრამ არაფერი არ უთქვამს მაისის შემდგომ შემოყვანილ ავტომობილებზე, მათ ეხებათ თუ არა”, -ამბობს ალექსი ნონიაძე.

ასევე, ალექსი ნონიაძის განცხადებით, ავტოდილერებმა ხელისუფლებას წერილობით მიმართეს, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ. ავტოდილერები იმედოვნებენ, რომ აქციის შემდგომ მათ ხელისუფლებისგან დაუკავშირდებიან.

banner
წინა სტატიაშილენტეხში ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაშატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა