სამოქალაქო აქტივისტების აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან

“ქართული ოცნების” ოფისთან პარტია “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია:

“ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები. კიდევ გაყალბებით მოვიდნენ, ამდენი წელია უკვე უნიათოდ მართავენ ხელისუფლებას გაიზარდა კორუფცია, შიმშილი, გაღატაკდა ხალხი”,-ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

აქციის ორგანიზატორებმა მმართველი გუნდის ოფისთან ე.წ. დროებით ღობეზე წარწერების გაკეთებაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ნიკა მელიას – გმირად ვეღარ ჩამოყალიბდები, “ბიძიკო”
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს