“ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვების გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეიკრიბონ” – ასეთი შინაარსის აქცია- პერფორმანსი გაიმართა გუშინ საქართველოს პარლამენტთან.
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო ბანერებით ხელში პროევროპული აქციების სტაჟიანი მონაწილეები და სინდისის პატიმრების მშობლები დადგნენ.
მოქალაქეებმა ამ ფორმით გააპროტესტეს “ოცნების” მიერ გამკაცრებული კანონი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.

















