12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“აქცია პატიმრის ოჯახმა დაგეგმა, ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ”-პარტია “დროა”

პარტია “დროა” განცხადებას ავრცელებს.

„მთელი დღეა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია პარტია „დროას“ ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც გიორგი დავითაძის ოჯახის, ისე საზოგადოების წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლით, პასუხი გავცეთ მათ ტყუილებს – აქცია დააანონსა და დაგეგმა პატიმრის ოჯახმა. პარტია „დროამ“ კი, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მათ. როგორც დღეს, ისე ყოველთვის ვიდგებით დავითაძეების ოჯახისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლია.

გიორგი დავითაძის წინააღმდეგ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. არასდროს შევეგუებით არცერთი ადამიანის, არცერთი პატიმრის უფლებებისა და ღირსების შელახვას.

არა პატიმრების წამებას!“- ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: 2022 წლიდან ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი განვამტკიცეთ
შემდეგი სტატიასაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს