გიგა ოთხოზორიას ახლობლები მკვლელების დასჯას მოითხოვენ-აქცია ზუგდიდში

xurcქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციას ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ახლობლები, ნათესავები და გარდაცვლილის დედის მოსწავლეები მართავენ. აქციის მონაწილეები მკვლელების დასჯას მოითხოვენ და მათ შესაბამისი შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი.

მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსნოვნას აქციის მონაწილეებმა სანთლებითა და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
შეგახსენებთ 9 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავზებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განცხადება გაკეთდა საგარე საქმეთა სამინისტროშიც. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო”
შემდეგი სტატია„მოგიწოდებთ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ 2030 წლისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ნახევრამდე მაინც შევამციროთ”