აქცია “ოცნების” ოფისთან – მოქალაქეები შენობაში შესვლას ცდილობენ

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია იმართვბა. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს “საქართველოს” მიერ დაზარალებული მეანაბრეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერეს
შემდეგი სტატიანინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა