„მე შენ მიწასთან გაგასწორებ!“ – დევნილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს დაემუქრა

„მე შენ მიწასთან გაგასწორებ!“ - დევნილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს დაემუქრა

აქსზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სოციალური სტატუსის აღდგენა, შეშით უზრუნველყოფა და, საერთოდ, სოციალური პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
როგორც დევნილები ამბობენ, ცხოვრება უმძიმეს პირობებში უწევთ – შენობა ნესტიანია და წვიმა ჩადის, რის გამოც ბავშვები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ.
მათივე თქმით, დახმარებისთვის რამდენიმეჯერ მიმართეს დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელ მანუჩარ ჩილაჩავას.
„ბატონი მანუჩარი სიტუაციის გასაცნობად არასდროს მოსულა, არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს,“ – აცხადებენ დევნილები და დასძენენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს სამმართველოს შენობასთან გააგრძელებენ.
აქციაზე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მივიდა, რომელსაც დევნილმა ნანი შონიამ რეპლიკით მიმართა: „მე შენ მიწასთან გაგასწორებ!“სხვათა შორის, ნანი შონიას შვილი გულის მანკითაა დაავადებული.

აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.ისინი სოზარ სუბარის გადადგომას და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჩასვლას მოითხოვენ ზუგდიდში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი გასაკეთებელი ცუდსა და უარესს შორის
შემდეგი სტატიავინ აგებს პასუხს მაგნიტური სანაპიროს განადგურებისთვის – გრიგოლეთის მოსახლეობა სანაპიროს გადარჩენაში დახმარებას ითხოვს