აქცია “ლიბერთი ბანკთან” გაიმართა

აქცია ლიბერთი ბანკის სათაო ოფისთან – ადგილზე პენსიონერები არიან შეკრებილები და საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითხოვენ.

პენსიონერებს სოლიდარობას უცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პენსიონერები ამბობენ, რომ ლიბერთი ბანკი სესხებს ყველაზე მაღალ პროცენტებში გასცემს, რაც ისედაც ყველაზე მოწყვლად ფენას, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს.

გიორგი ვაშაძე ლიბერთის გავრცელებულ განცხადებას “თაღლითობის სქემად” აფასებს.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: ოპოზიცია პარლამენტიდან გამსვლელი არ არის
შემდეგი სტატია“ნუ მაშინებთ, სიტყვა რევოლუციისთვის ჯერ არავის ტაბუ არ დაუდია”