აქცია-კონცერტი “რუსთავი2”-ის მხარდასაჭერად-რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია კონცერტი იწყება. რუსთაველზე იკრიბებიან, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

სცენიდან მაყურებელს სამაუწყებლო კომპანიის სახეები მიმართავენ და იქ შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ “რუსთავი2”-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.

დღეს სცენაზე რუსთავი ორის პროექტების გამარჯვებულებს და იმ მომღერლებსაც ვიხილავთ, რომლებიც მაყურებელმა სწორედ სამაუწყებლო კომპანიის ეთერით გაიცნო.

აქცია – კონცერტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით, ბათუმში ოთხი წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : „სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაწნული სილა“