აქცია ყაზბეგში – ცდოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების გაყვანას აპროტესტებს

ყაზბეგში ადგილობრივები ისევ აქციას მართავენ. სოფელ ცდოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების გაყვანას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სახელმწიფო სამუშაოებს ადგილობრივების კუთვნილ მიწებზე აწარმოებს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების განმარტებით, მსგავსი ობიექტის აგება დასახლებულ პუნქტში ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და სოფელი შესაძლოა დაიცალოს.

მშენებლობის ნებართვა რაიონის გამგეობამ გასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე დღესაც იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაცდოს მოსახლეობის პროტესტი – კახა კალაძე აქციის მონაწილეებს პასუხობს