„გვითხარით, რით მოგვწამლეთ“ – ქვეყანაში პროტესტი ახალი ძალით დაიწყო. მოქალაქეები ირაკლი კობახიძის სამსახურთან მივიდნენ და მთავარ კითხვაზე პასუხი მოითხოვეს: რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს აქციების დარბევის დროს ადამიანების წინააღმდეგ?
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული იარაღის მავნებლობა საკუკთარ თავზე გამოსცადეს და ამიტომ დარწმუნებულები არიან ისინი ხელისუფლებამ მოწამვლისთვის გაიმეტა.
რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა მთავრობას ამაზე უარესი, რაც გააკეთეს? ამაზე უარესი ალბათ მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აეღოთ და და პირდაპრ ტყვიები დაეშინათ. მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ეს არ არის შეთხზული და მოგონილი. ჩვენ, იქ მდგომმა ადამიანებმა, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ამ ქიმიური იარაღის მავნებლობა და ჯანმრთელობის პრობლემებს დღემდე ვებრძვით, – ამბობს აქციის მონაწილე.
აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დუმილს გააგრძელებს, პროტესტი მხოლოდ გაიზრდება. სწორედ ამ მოთხოვნით ხვალ მთელ ქვეყანაში მასშტაბური აქციაა გამოცხადებული.
აქტივისტებმა ამ დროისათვის უკვე პარლამენტთან გადაინაცვლეს.
















