“აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

“სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია”, – წერს ომბუდსმენი.

სპეცრაზმმა ცოტა ხნის წინ აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება”- პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასპეცრაზმმა 19 წლის ბიჭი დააკავა – დედა ამბობს, რომ ახალგაზრდას ეპილეფსია აქვს, რაც “ხარებას” რაზმმა არ გაითვალისწინა