აქცია ცესკოსთან – “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთა თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთა ამ წუთებში ცესკოსთან აქცია-პერფორმანსს მართავს.

ახალგაზრდები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე რჩება. საუბარია კოვიდნფიცირებულებსა და კარანტინში მყოფებზე.

ცესკოს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა.

ახალგაზრდა “ლეიბორისტები” ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ბათუმის სტადიონის გახსნაზე: გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიებს, ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის