აქცია ცენტრალურ ავტობანზე – ქარელის გადასახვევთან მოსახლეობა გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს

აქცია ცენტრალურ ავტობანზე – ქარელის გადასახვევთან მოსახლეობა გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ საპატრულო პოლიცია გზის განაპირას ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვის უფლებას არ აძლევს.

აქციაზე ქარელის მუნიცაპილიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენელი შეიკრიბა და ითხოვენ ხელისუფლებამ მათ ვაჭრობის უფლება მისცეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ავტობანზე პერმანენტული აქციების გამართვითა და გზის გადაკეტვით იმუქრება.

მათი თქმით, საკუთარი მოყვანილი პროდუქტის რეალიზებას ვერ ახერხებენ, პოლიცია კი ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით მათ დახლების გაშლის უფლებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშიკალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაროდესაც აქტიურდება მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, საჭიროა მეტი სიმტკიცე აჩვენოს ხელისუფლებამ – ბესელია კარასინის მუქარაზე