აქცია ბათუმში – ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს

ბათუმში ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. ისინი მოუწესრიგებელი ტერიტორიის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რამდენიმე წელია გადათხრილია და მერიის დაპირების მიუხედავად, არ ხორციელდება მისი რეაბილიტაცია. მერიას არაერთხელ მიმართეს ასფალტის დაგების მოთხოვნით, თუმცა რეაგირება არ არის. ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ქუჩის გადაკეტვით და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთში ტენილი ყველის საწარმო, საკალმახე, ბიომეურნეობა და მესხურ ტერასებზე გაშენებული ვენახები დაათვალიერა