აქცია ბალდაში – რა უთხრა მარტვილის მერმა პროტესტანტებს?!

ბალდაში პროტესტი გრძელდება – ქალები დილიდან ადგილზე მარტვილის მერს ელოდებოდნენ, რომელიც აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ მათ შეხვდებოდა, თუმცა პროტესტის ადგილას არც მერი და არც მუნიციპალიტეტის რომელიმე წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ამის შემდეგ აქციის ადგილზე შეკრებილმა ქალებმა ქალაქის მერს დაურეკეს და ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ადგილზე მისვლას, რაზეც მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტში არ იმყოფება და შეხვედრა ორშაბათამდე გადადო.

აქციის მონაწილეებმა მერი გააფრთხილეს, რომ თუ ტერიტორიას დაცვის სამსახური არ დატოვებს, მაშინ პროტესტის წინა ხაზზე მყოფი ქალები ღამეს ქუჩაში გაათევენ.

ქალებს დილიდან საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.

აქციის მონაწილე ქალები: გზაზე არავის ვუშვებთ ბატონო გიორგი. დაცვის თანამშრომელი გაიყვანონ აქიდან. დღეს მთავრდება ვადა, მოვიდეს პოლიცია და გაიყვანოს დაცვის თანამშრომელი აქიდან. ჩვენ ყველა იგნორს გვიკეთებს, ამიტომ გადავკეტეთ გზა. არცერთი ქალი არ მიდის სახლში, აქ გავათევთ ღამეს. ყველაფერს აქვს ზღვარი – შეურაცხყოფასაც, გულზე დაბიჯებასაც და სხვას. აქ უსაქმური ქალები არ დგანან. დგას ყველა დედა. თქვენ პირველივე პირობას თუ არღვევთ და ასე აპირებთ გაგრძელებას, ასე არ გამოვვა, გვითხრაით, რომ გაუქმდეს ეს კორუფციული ხელშეკრულებაა.

მარტვილის მერი: ულტიმატუმის ენით ნუ გვესაუბრებით.

აქციის მონაწილე ქალები: ეს არ არის ულტიმატუმი, თვენ თვითონვე მოგვეცი პირობა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას”