აქცია „არა ნაციზმს“ დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია „არა ნაციზმს“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დღეს 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმი საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს.

მათივე განცხადებით, 7 ნოემბერს მომხდარი მოვლენები არ იყო ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, არამედ ეს იყო მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მათივე შეფასებით, 7 ნოემბერი არის დღე, როდესაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასასრულის დასაწყისი.

აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ კანონის შესაბამისად გაასამართლოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის მოვლენებში. აქციის მონაწილეების ნაწილი კი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რათა ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს.

banner
წინა სტატიაშითუ ფასეულობების გადარჩენა უნდა, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს-თორნიკე შარაშენიძე კვირიკაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაბათუმში ქალს სავალუტო ჯიხურიდან თანხის გამოტანისას ჩანთა წაართვეს