აქცია აღმაშენებლის გამზირზე – „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს

აქცია სახელწოდებით „ქართველთა მარში“ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 24-ე სკოლიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა სიტყვით გამოსვლებით დასრულდება.

როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძემ აცხადებს, აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია შემდეგი: სასწრაფო წესით მიიღონ ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას; მეოთხე მოთხოვნა არის, რომ აიკრძალოს ”ნაციონალური მოძრაობა” და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.

აქციას აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება პირდაპირი ეთერის დროს გამოთქმულ უცენზურო და ქსენოფობიურ განცხადებებს.

banner
წინა სტატიაში“ვუყურებდი ქართულ დროშას “შნურუკივით” როგორ აკრავდნენ რაღაც ბანერს, ეს არ არის ნორმალური ქცევა” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგვსურს, დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!