“აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე”- კახი კალაძე “ქართული ოცნების” ახალ სახეებზე

კოალიციაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვიცე პრემიერმა, კახი კალაძემ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, ქართული ოცნების ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარადგენენ.

“არჩევნებზე ჩვენ ვაპირებთ ყველა პარტიამ თავისი სახეები წარადგინოს და არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე. როდესაც ახალი სისხლი, ახალი სახეები მოდის, ნებისმიერ გუნდში, ყოველთვის მისასალმებელია. კონკურენცია სადაც არის, რეზულტატი მაქსიმუმია,“- განაცხადა კახი კალაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას”
შემდეგი სტატია“გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია”