“აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა”- ივანიშვილი პრეზიდენტის უარზე ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით “ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ” აფასებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს”.
“ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ, მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავი ვერ გამოიჩინეს” – გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას შეხვდება
შემდეგი სტატიასკანდალი:საქართველოში არ შემოუშვეს ფაფუკწვერიანი სტუმარი