ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარლამენტთან შეკრებილებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, “უსამშობლოებად და რადიკალებად” მოიხსენიებს.
“აქ ვინც არის წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, რადიკალები, უსამშობლოები, რომელსაც ერთი არგუმენტის წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ დასხდნენ და მოუხმონ ერთ არგუმენტს მაინც, რატომ არის რუსული? იმიტომ, რომ იციან, რომ ეს არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა. მერე უკვირთ, რატიომ ვითხოვთ პირდაპირ ევროკავშირის ელჩთან ან სხვა ელჩებთან დებატებს, იმიტომ, რომ ამათ არგუმენტი არ აქვთ, – ამბობს ზარქუა.